არეულობის სპონსორები
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ფონდის გადაწყვეტილებას, რომელიც კანონდამრღვევი აქტივისტებისთვის სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმების გადახდას გულისხმობს, პოლიტიკოსები აფასებენ. ინიციატივა მოსწონთ ოპოზიციაში. მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ ფინანსური გამჭვირვალობა აუცილებელია. მათი თქმით, უცხოური ფინანსების გამოყენება ამგვარი მიზნებისთვის, არა მხოლოდ სამართლებრივად არასწორია, არამედ ეს არის რევოლუციური პროცესების დაფინანსება.
