საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი პრაღაში
პრაღაში ყირიმის პლატფორმის მეორე საპარლამენტო სამიტი მიმდინარეობს. სამიტში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც მონაწილეობს. დელეგაციის წევრებმა სამიტიის მონაწილეებს სიტყვით უკვე მიმართეს. არჩილ თალაკვაძემ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და ისაუბრა საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობაზე. სამიტის პარალელურად, ქართველი დეპუტატები ორმხრივ შეხვედრებს მართავენ.
სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
