შალვა პაპუაშვილის ვიზიტი ანგოლაში
ანგოლის ქალაქ ლუანდაში მსოფლიო საპარლამენტო კავშირის ყოველწლიური ასამბლეა მიმდინარეობს. სხდომაზე სიტყვით გამოვა შალვა პაპუაშვილი. ასამბლეის პარალელურად, საპარლამენტო დელეგაცია ორმხრივ შეხვედრებს მართავს. შალვა პაპუაშვილი შეხვდა ტანზანიის პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც ასევე არის აიპიუს პრეზიდენტობის კანდიდატი. შეხვედრაზე მთავარი თემა ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა იყო. დელეგაციის წევრები ევროპული გეოპოლიტიკური ჯგუფის შეხვედრასაც დაესწრნენ.
სიუჟეტის ავტორი: ნათია სონღულაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
