ომი უკრაინაში
რუსეთის არმია უკრაინის ქალაქებს კვლავ ბომბავს. ოკუპანტებმა რამდენიმე საათის წინ ხარკოვის ოლქზე იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად ერთ-ერთ სოფელში საცხოვრებელი სახლები დაინგრა, არიან დაჭრილები. უკრაინის თავდაცვის უწყების ცნობით, წუხელ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა ათამდე დრონის განადგურება შეძლეს.
