ერთწლიანი სტაჟირება სტუდენტებისთვის
ხუთი სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები ერთწლიან ანაზღაურებად სტაჟირებას, შემდგომი დასაქმების უფლებით, ენერგეტიკულ კომპანიებში გაივლიან. შესაბამის მემორანდუმს უკვე მოეწერა ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. ენერგეტიკულის გარდა, სტაჟირების პროგრამა მოიცავს სამართალს და ბიზნეს-ადმინისტრირებასაც, ენერგეტიკული კომპანიების სპეციფიკის გათვალისწინებით.
