ჯანდაცვის სექტორში მინიმალური ანაზღაურების რეფორმა ფართოვდება
ჯანდაცვის სექტორში მინიმალური ანაზღაურების რეფორმა ფართოვდება. შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება, სამედიცინო პერსონალის სახელფასო ანაზღაურება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი, მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს.
