ახალი კანონპროექტი მძღოლებისთვის
ზამთრის საბურავებითა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით გადაადგილება ზამთრის პერიოდში შესაძლოა სავალდებულო გახდეს. ცვლილებათა პაკეტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა. დამტკიცების შემთხვევაში მთავრობა ჯერ იმ ზონებისა და გზის მონაკვეთების ჩამონათვალს განსაზღვრავს, სადაც გადაადგილება სპეციასლური აღჭურვილობით იქნება სავალდებულო. ახალი რეგულაციით კანონდამრღვევი 100 ლარით დაჯარიმდება, მინუს 5 ქულით შემცირდება მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა. ინიციატივის მიზანი მძღოლების, მგზავრებისა და ქვეითად მოსიუარულე ადამიანების უსაფრთხოება. საკანონმდებლო პაკეტი დღეს ბიუროს სხდომაზე გადის.
