მმართველი პარტია პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება
შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, პარლამენტი მიმდინარე კვირას დაძლევს. პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ოპოზიცია ცვლილებებს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებეს, „ქართული ოცნება“ კი უსაფრთხოების მნიშვნელობით ხსნის.
