არეულობის სპონსორები
ათასობით ლარი ადმინისტრაციულ ჯარიმებში - აქციებზე დაკავებულ აქტივისტებს, რომლებსაც სასამართლომ კანონდარღვევისთვის ფინანსური სანქცია დააკისრა, ჯარიმებს მათ ნაცვლად „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ მიერ დაფუძნებული ფონდი იხდის. „იმედის კვირამ“ გაარკვია, რომ ჯამში ადმინისტრაციულ ჯარიმებში უკვე 30 ათას ლარზე მეტია გადახდილი. რაც შეეხება დონორებს, ორგანიზაციის ვებ გვერდზე ინფორმაცია აღარ იძებნება, რაც ტექნიკური გაუმართაობით ახსნეს. რატომ იხდის ფონდი აქტივისტების ჯარიმებს, როგორ ხდება თანხების მობილიზება და რას ამბობენ პოლიტიკურ სპექტრში.

სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები