სამების საკათედრო ტაძარში რიგით 68-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა
სამების საკათედრო ტაძარში რიგით 68-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული, კიდევ 883 ბავშვი გახდა. სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მივიდა და ნათლულები დალოცა.
