თბილისში კლიმატის მწვანე ფონდის საბჭოს 37-ე შეხვედრა იმართება
დღეიდან, 26 ოქტომბრის ჩათვლით თბილისში კლიმატის მწვანე ფონდის საბჭოს 37-ე შეხვედრა იმართება. კლიმატის მწვანე ფონდი მსოფლიოს უდიდესი ფონდია, რომელიც განვითარებად ქვეყნებს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული მიზნების განხორციელებაში ეხმარება. აღნიშნული საბჭო შექმნილია გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მონაწილე 194 ქვეყნის მთავრობების მიერ.
