„იმედის კვირამ“ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ მიერ დაფუძნებულ ფონდზე რეპორტაჟი მოამზადა
„იმედის კვირამ“ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ მიერ დაფუძნებულ ფონდზე რეპორტაჟი მოამზადა. როგორც ცნობილია ეს ფონდი საპროტესტო აქციებზე დაკავებულ აქტივისტებს, ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდაში ეხმარება. ორგანიზაციის თავმჯდომარის ცნობით, აქტივისტებს, რომლებიც დააკავეს და სასამართლომ კანონდარღვევისთვის დააჯარიმა საერთო ჯამში 30 ათას ლარზე მეტი გადაუხადეს. რაც შეეხება დონორებს, ორგანიზაციის ვებ გვერდზე ინფორმაცია აღარ იძებნება, რაც ტექნიკური გაუმართაობით ახსნეს, „იმედის კვირის“ ცნობით, ჯიდიაის 3-წევრიან ბორდში შედიან ორგანიზაციის ხელმძღვანელი ედუარდ მარიკაშვილი, „საიას“ თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე და ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.
