ფრენები ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით
ისრაელში განვითარებული მძიმე ვითარების მიუხედავად, საქართველოს მიმართულებით ფრენები არ შეწყდება. როგორც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ „ჯორჯიან ეარვეისი“ არ ახორციელებს პირდაპირ რეისებს, კომპანიამ რეისები დაამატა ლარნაკიდან თბილისის მიმართულებით. გარდა ამისა, კვლავ უცვლელ რეჟიმში ასრულებენ პირდაპირ რეისებს ადგილობრივი ავიაკომპანიები, როგორც თბილისის, ასევე ბათუმის მიმართულებით.
