ამღერებული მუზეუმი - დასკვნითი კონცერტი
ეთნოგრაფიულ მუზეუმში პროექტის „ამღერებული მუზეუმი“ დასკვნითი ღონისძიება მიმდინარეობს. ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ეთნოგრაფიული მუზეუმისა და ანსამბლ „დიდგორის“ ერთობლივი პროექტია. ღონისძიებაზე ანსამბლმა „დიდგორმა“ და „მარგალიტმა“ მუსიკალური ნომრები შეასრულეს. 9 ივლისიდან დღემდე თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში პროექტ „ამღერებული მუზეუმის” ფარგლებში, 8 კონცერტი ჩატარდა. რამდენიმე თვის განმავლობაში, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ სხვადასხვა კუთხის ფოლკლორი. ანსამბლ „დიდგორის“ გარდა, ღონისძიებებში სხვა ანსამბლები და ლოტბარებიც მონაწილეობდნენ.
