პრეზიდენტის ვეტო
პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაზე, პარლამენტი მომავალ სასესიო კვირაში იმსჯელებს. მანამდე, პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს, საკანონმდებლო ორგანოში განიხილავენ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს მიიღებენ და პრეზიდენტის ვეტოს დაძლევენ. „ქართული ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ ცვლილებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება, რადიკალური ოპოზიციის ნარატივთან თანხვედრაშია.
