სლოვაკეთი უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მომზადებას აპირებს
სლოვაკეთის არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერი რობერტ ფიცო აცხადებს, რომ მისი მთავრობა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მომზადებას აპირებს. საუბარია უცხოელი აგენტების რეგისტრაციის კანონზე, რომელიც ამერიკაში 1938 წელს მიიღეს. მისივე თქმით, ყველა უცხოური დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია უნდა იყოს კლასიფიცირებული, როგორც უცხოური აგენტი. ახალმა პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო აღარ იქნება საგარეო ინტერესების რუპორი და სლოვაკეთის მიზნების შესაბამისად იმოქმედებს.
