ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ
ისრაელი ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. არმიის გენერალური შტაბის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ჰამასის“ განადგურების ოპერაცია უახლოეს ხანებში დაიწყება, მანამდე კი ისრაელი ღაზაში „ჰამასის“ ობიექტებს ანადგურებს. პარალელურად, ისრაელის სამხედრო ხელმძღვანელობა ანკლავის ჩრდილოეთ ნაწილის მოსახლეობას სამხრეთში ევაკუაციისკენ მოუწოდებს.
