ქალთა ნაკრები ერთა ლიგისთვის ემზადება
საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ირის ანტმანის გუნდი მესამე შეხვედრას 27 ოქტომბერს, სტუმრად, ლიეტუვის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. 31 ოქტომბერს კი იგივე მეტოქეს თბილისში უმასპინძლებს. ჩვენი ქვეყნის ნაკრებში ოქტომბრის მატჩებისთვის ისრაელელმა სპეციალისტმა 23 ფეხბურთელი გამოიძახა. ამ გუნდების პირველი დაპირისპირება თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.
