მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
ექსპო ჯორჯიაში მეწარმე ქალების პროდუქციის მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა გრძელდება. გამოფენა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით წელს უკვე მეორედ იმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს 160 მეწარმე. გამოფენის სტუმრებს ისინი საკუთარ ნაწარმს წარუდგენენ. დამთვალიერებლებს მათი შეძენა ადგილზევე შეუძლიათ.
