ისრაელი ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება
ისრაელი ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. არმიის გენერალური შტაბის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ჰამასის“ განადგურების ოპერაციას ისრაელი უახლოეს ხანებში დაიწყებს. არმიის პრესსპიკერმა, კი ანკლავის ჩრდილოეთ ნაწილის მოსახლეობას სამხრეთში ევაკუაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. ისრაელს მუქარას უთვლიან „ჰამასის“ ლიდერები. პარალელურად ისრაელი ლიბანური დაჯგუფების, „ჰეზბოლას“ პოზიციებს ბომბავს. სარაკეტო დარტყმები განხორციელდა სირიაში, დამასკოსა და ალეპოს აეროპორტებზე.
