სერ ბობი ჩარლტონი გარდაიცვალა
86 წლის ასაკში ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა სერ ბობი ჩარლტონი საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მან ინგლისის ნაკრებში 1958-1970 წლებში 106 შეხვედრაში 49 გოლი გაიტანა და 1966 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ჩარლტონი სხვადასხვა კლუბებში თამაშობდა, თუმცა მხოლოდ კარიერის ბოლოს. მისი სახელი მანჩესტერ იუნაიტედთან ასოცირდება, რომლის მაისურით 758 მატჩში 249 გოლი გაიტანა და ამ კლუბთან ერთად ყველაფერი მოიგო.
