სამხრეთ აფრიკა მსოფლიო თასის ფინალშია
რაგბის მსოფლიოს თასზე მოქმედი ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა ფინალში გავიდა და ტიტულის დასაცავად ითამაშებს. მათ ნახევარ ფინალში ინგლისის ნაკრებს დრამატულ ბრძოლაში, 16:15 აჯობეს. ფინალი 28 ოქტომბერს გაიმართება, სადაც სამხრეთ აფრიკის მეტოქე ახალი ზელანდია იქნება, ხოლო ერთი დღით ადრე მესამე ადგილისთვის ინგლისი და არგენტინა დაუპირისპირდებიან.
