კვარაცხელიას დუბლი ვერონასთან
იტალიის „სერია ა“-ს მეცხრე ტურში კვარაცხელიამ 2 გოლი გაიტანა. „ნაპოლიმ“ „ვერონას“ ანგარიშით 3:1 აჯობა, ქართველმა ფეხბურთელმა კი დუბლი შეასრულა. ანგარიში რუდი გარსიას გუნდმა 27-ე წუთზე მატეო პოლიტანოს გოლით გახსნა, ხოლო 43-ე წუთზე კვარამ სხვაობა ორამდე გაზარდა. მცველი მოატყუა და მარცხენა ფეხით მეკარეს ახლო კუთხეში გაუტანა. 55-ე წუთზე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა მეორე გოლიც გაიტანა. მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას იტალიის ჩემპიონატში 8 მატჩში 3 გოლი, 3 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი დაუგროვდა. ნაპოლიმ ამ გამარჯვებით 17 ქულა დააგროვა და ჯერჯერობით მე-5 ადგილზეა.