პურის ფესტივალი 2023
ახალციხის ციხეზე „პურის ფესტივალი 2023“ გაიმართა. ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ხორბლის ენდემურ სახეობებს, დაეგემოვნებინათ ადგილზე გამომცხვარი სხვადასხვა სახეობის ხორბლის პური, ადგილობრივი პროდუქტები და სამცხე-ჯავახეთის ტრადიციული კერძები. ფესტივალზე გაიმართა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვაც. „პურის ფესტივალი“ ერთდღიანი ღონისძიებაა, რომელიც „ელკანას“ ინიციატივით 2010 წლიდან, უკვე მეხუთედ იმართება ახალციხეში.
