ვენახების კადასტრის პროგრამა
ვენახების კადასტრის პროგრამა წელს სრულდება. ამ თემაზე შაბათის „ქრონიკაში“, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ისაუბრა. ლევან მეხუზლას განმარტებით, კადასტრის პროგრამის შედეგად ვენახების შესახებ, სრული მონაცემები შეიქმნება. მისივე განცხადებით, თითოეულ ვენახს ექნება პასპორტი და მიენიჭება უნიკალური კოდი.
