ოპოზიცია კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ქართული ოპოზიცია, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეეწინააღმდეგოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ამის შესახებ ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკაში“ ალდეს სხდომაზე მიღებული რეზოლუციის კომენტირებისას განაცხადა. ჩიქოვანის თქმით, როგორც ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესმა წარმომდგენლებმა თქვეს, რომ სასანქციო რეჟიმი საქართველოში სამაგალითოდ არის დაცული. ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ინიციატივით ალდეს სხდომაზე მიიღეს რეზოლუცია, სადაც დაგმობილია საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლა.
