ოკუპანტების იერიში ხარკოვზე
რუსეთი უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავს. ოკუპანტთა სამიზნე ამჯერად ხარკოვი გახდა. სარაკეტო დარტყმა ფოსტის ტერმინალზე განხორციელდა, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ სამაშველო სამსახურის ბრიგადები.
