ისრაელი ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება
ისრაელი ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. არმიის გენერალური შტაბის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ჰამასის“ განადგურების ოპერაციას ისრაელი უახლოეს ხანებში დაიწყებს. არმიის პრეს სპიკერმა, კი ანკლავის ჩრდილოეთ ნაწილის მოსახლეობას სამხრეთში ევაკუაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. ისრაელს მუქარას უთვლიან „ჰამასის“ ლიდერები. მათი თქმით, სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში ღაზა ისრაელელთა სასაფლაოდ გადაიქცევა.
