„ბენქსი: ლეგენდის დაბადება“
გოგონა წითელი ბუშტით ბენქსის შემოქმედებაა, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი კი 5 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სწორედ ამ გამოფენას მასპინძლობს: „ბენქსი: ლეგენდის დაბადება.“ ბრიტანელი გრაფიტის არტისტი, რომელიც მსოფლიოსთვის ინკოგნიტოდ რჩება, თავისი შემოქმედებითი გზით მსოფლიოში მოგზაურობს. მისი შემდეგი გაჩერება თბილისია. ექსპოზიცია გამოფენის კურატორის, სტივ ლაზარიდისის ექსკლუზიურ ფოტო და ვიდეომასალას აერთიანებს. დამთვალიერებელი ბენქსის ორიგინალ ნამუშევრებსაც იხილავს ბრიტანელი ლორდის - ედვარდ ჩერჩილის კერძო კოლექციიდან
სიუჟეტის ავტორი: შორენა კოპალეიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
