ჰუმანიტარული ტვირთი
უკრაინის საბაჟო სამსახურის განცხადებით, იმ ჰუმანიტარული ტვირთიდან, რომელიც უკრაინის სამხედრო ნაწილებამდე უნდა მისულიყო, ერთი მესამედი დაკარგულია. კერძოდ, 2023 წლის 9 თვის განმავლობაში 9 ათასი ტვირთიდან დანიშნულების ადგილებამდე სულ მცირე 3 ათსი ტვირთი არ ჩავიდა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ასეთი ფაქტების დადგენა შესაძლებელი გახდა სამხედრო ნაწილებში ჰუმანიტარული ტვირთების ჩასვლაზე ერთობლივი კონტროლის დაწესების საშუალებით. ამ დროისთვის მებაჟეებმა სამართალდამცველ ორგანოებს გაუგზავნეს 387 შეტყობინება ისეთი ფაქტების შესახებ, რომლებიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს
