დანილოვის განცხადება - შეფასებები
კახა კალაძე გამოეხმაურა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივან ალექსეი დანილოვის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ საქართველო და მოლდოვა რუსეთისგან ტერიტორიების გათავისუფლებას უკრაინაში ომის დროს თუ დაიწყებდნენ, ერთად უფრო სწრაფად მოგვარდებოდა ტერიტორიების დაბრუნების საკითხი. კალაძის განცხადებით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ძლიერი ეკონომიკითა და განვითარებული საქართველოთი მოხდება. მისი თქმით, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ქვეყანაში მშვიდობა, მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება
