ახალი რეკრეაციული სივრცე
„მზიურის“ პარკს შემომატებულ, ახლად მოწყობილ რეკრეაციულ სივრცეში თბილისის მერის ინიციატივით კონცერტი გაიმართა. კონცერტზე მსმენელის წინაშე სხვადასხვა ჟანრის შემსრულებლები წარდგნენ. თბილისის მერიამ ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ ტერიტორიაზე კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი გასულ წელს, ადგილ მონაცვლეობის გზით დაიბრუნა. პროექტის ფარგლებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, სპორტული მოედანი, საპიკნიკე არეალი, ცხოველების სასეირნო სივრცე, ასევე ჩატარდა გამწვანების სამუშაოები