„როგორ გავაშუქოთ კულტურის ამბები“
კომუნიკაციების კომისიის მედია აკადემიაში, ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სემინარი „როგორ გავაშუქოთ კულტურის ამბები” ჩატარდა, რომელსაც ტელე წამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე გაუძღვა და მონაწილეებს მედიის სფეროში მიღებული 15-წლიანი გამოცდილება გაუზიარა. სემინარის ფარგლებში, განხილული იყო, რა თავისებურებები ახასიათებს კულტურის სფეროს სიახლეების გაშუქებას და რა ცოდნასა თუ უნარებს მოითხოვს ჟურნალისტისგან, რომელსაც მაღალი კონკურენციის პირობებში უწევს მუშაობა
