ვითარება რაფაჰის გამშვებ პუნქტზე
ეგვიპტესა და ღაზის სექტორს შორის საზღვარზე მდებარე რაფაჰის გამშვები პუნქტი გაიხსნა. ჰუმანიტარული დახმარებით სავსე სატვირთო ავტომობილები ღაზის სექტორში შედიან. ისრაელმა ამ ეტაპზე 20 სატვირთოს გატარების ნებართვა გასცა. ეგვიპტეში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის არსებული ომის შესახებ სამშვიდობო სამიტი იწყება, რომელსაც მსოფლიოს 20-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი დაესწრება
