მორიგი მხარდაჭერა საქართველოს
„ჩვენ სრულად ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ქვეყნის ევროატლანტიკური პერსპექტივის მხარდაჭერას“ - ამის შესახებ ნათქვამია ამერიკა ევროკავშირის სამიტის ერთობლივ განცხადებაში. ხაზგასმულია, რომ ამერიკა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ადასტურებენ ერთგულებას ტრანს ატლანტიკური პარტნიორობის მიმართ. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ყველა პარტნიორმა უნდა გააგრძელოს ევროპული გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმების განხორციელება. ამერიკა ევროკავშირის სამიტის განცხადება შეაფასა, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა
