ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 90 წლის იუბილეს აღნიშნავს
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 90 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გაიმართა ოფიციალური მიღება. სტუდენტთა და თანამშრომელთა ნამუშევრების გამოფენა, მოეწყო საზეიმო მსვლელობა უნივერსიტეტიდან დავით აღმაშენებლის ცენტრალურ მოედნამდე, რის შემდეგაც ღონისძიებების დასკვნით ნაწილს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი დაესწრო. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 44 საბაკალავრო, 34 სამაგისტრო, 7 სადოქტორო და სხვადასხვა საფეხურის 15 საგანმანათლებლო პროგრამაზე ცხრა ათასამდე სტუდენტი სწავლობს, მათ შორის, 800-მდე უცხოელია
