“ნაციონალური მოძრაობა” საკრებულოს დღევანდელ სხდომას ბოიკოტს უცხადებს
ფრაქცია ერთიანი “ნაციონალური მოძრაობა” საკრებულოს დღევანდელ სხდომას ბოიკოტს უცხადებს. მათი თქმით, მიზეზი ირაკლი ეძგვერაძის საქმის არასრულფასოვანი გამოძიების პროცესია. ოპოზიციის ამ ბრალდებას სახელისუფლებო პარტიიდან არ იზიარებენ და მოუწოდებენ საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს, აქტიურად ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოსთან.
