ზურაბიშვილი რუსული ბაზების გაყვანაზე - შეფასებები
ვინ გაიყვანა საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ბაზები? წლების შემდეგ ეს საკითხი განხილვის თემა გახდა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს მის სახელს უკავშირდება. 2005 წლის 30 მაისით დათარიღებულ დოკუმენტზე ნამდვილად არის სალომე ზურაბიშვილისა და სერგეი ლავროვის ხელმოწერა. სახელისუფლებო გუნდში პრეზიდენტს ქვეყნის უახლეს ისტორიას ახსენებენ და აცხადებენ, რომ ეს პროცესი გაცილებით ადრე დაიწყო. რუსული სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანას ზურაბიშვილის სახელს არც ოპოზიცია მიაწერს.

სიუჟეტის ავტორი: გიორგი აბაზაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები