ისრაელი - "ჰამასის" ომი
ისრაელის არმია დაჯგუფება ჰამასის კიდევ ოთხი მაღალი რანგის ხელმძღვანელის ლიკვიდაციის შესახებ იუწყება. პალესტინის მხარე კი აცხადებს, რომ ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში ბერძნულ ეკლესიაზე მიიტანა იერიში. ღამის განმავლობაში რამდენჯერმე ჩაირთო განგაშის სიგნალი თელ-ავივსა და ისრაელის სხვა ქალაქებში. ისრაელი ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის მალე დაწყებას აანონსებს, ბენ გურიონის აეროპორტში კი წუხელ შეერთებული შტატების მიერ გაგზავნილი ჯავშანტექნიკა ჩაიტანეს.
