ფარჯიანის მიერ დასურათებული სახარებები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე,ცნობილი ქართველი მხატვრის, ირაკლი ფარჯიანის მიერ გადაწერილი და დასურათებული სახარებების ფაქსიმილე გამოცემებია წარდგენილი. წარმდგენი შვეიცარიულ-გერმანული კომპანიაა, რომელმაც მხატვრის ოჯახის დაკვეთით შექმნა ფაქსიმილე-გამოცემები. შუა საუკუნეების შემდეგ ქართულ მხატვრობაში სახარების გადაწერის და ილუსტრირების ერთადერთი პრეცედენტი - ირაკლი ფარჯიანის სახარებები ფრანკფურტის ბაზრობით დაიწყებს დიდ მოგზაურობას და საქართველოს უნიკალურ კულტურას მსოფლიოს გააცნობს.
