პრეზიდენტის იმპიჩმენტი
მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ კონსტიტუციის დარღვევის შემდეგ პრეზიდენტს დაბალი პოლიტიკური ლეგიტიმაცია დარჩა. პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე გადაცემა „იმედი ლაივში“ ოპოზიციის განცხადებების იმ ნაწილს გამოეხმაურა, რომელთა მიხედვითაც მმართველი გუნდი პრეზიდენტს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით ემუქრება.
