მოსახლეობის პროტესტი "ნაციონალურ მოძრაობას"
ჭორვილაში ჩასულ სოფო ჯაფარიძესა და „ნაციონალური მოძრაობის“აქტივისტებს ,მოსახლეობის ნაწილმა გზა გადაუკეტა და სოფელში შესვლის შესაძლებლობა არ მისცა. მოსახლეობასა და აქტივისტებს შორის ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას, რომელიც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.
