პრეზიდენტის იმპიჩმენტი
არ შემდგარი იმპიჩმენტი და სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა პარლამენტში, მეორე დღეა განხილვის თემაა. ოპოზიციის ნაწილი აცხადებს რომ პრეზიდენტისგან მკაფიო არგუმენტები მოისმინა, ნაწილი კი ამბობს, რომ ეს იყო პოლიტიკური გამოსვლა და სამართლებრივი არგუმენტების მოსმენის მოლოდინი არ ჰქონდა. იმპიჩმენტის სამართლებრივ და პოლიტიკურ მხარეზე საუბრობენ მმართველ გუნდში.
