ახალი საკანონმდებლო ინიციატივა
უკრაინის თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებმა მხარი დაუჭირეს რეგისტრირებული პარტნიორობის შესახებ კანონპროექტს. ინფორმაციას რადას დეპუტატი ინა სოვსუნი ავრცელებს. კანონპროექტი „ლგბტ“ წყვილებს მისცემს პარტნიორობის ოფიციალურად რეგისტრირების შესაძლებლობას, ასევე განსაზღვრავს მათ საერთო უფლებებსა და ვალდებულებების, უძრავი ქონების, მემკვიდრეობისა და სხვა საკითხებს პარტნიორის გარდაცვალებისა თუ გაუჩინარების შემთხვევაში. როგორც დოკუმენტის ერთ-ერთი ინიციატორი დეპუტატი სოვსუნი სოციალურ ქსელში წერს, კანონპროექტი ახლა პირველი მოსმენით, პარლამენტმა უნდა განიხილოს
