ვითარება ფრონტის ხაზზე
უკრაინის თავდაცვის ძალების ცნობით, სამხრეთ ფრონტზე, რუსეთის შეიარაღებული ძალები დასახლებულ პუნქტებს ესხმიან თავს. შედეგად, მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში. მწვავე საბრძოლო მოქმედებები გრძელდება დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკაშიც. ოკუპანტები ქალაქის ალყაში მოქცევას ცდილობენ. პარალელურად, რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის მიმართულებით განაგრძობს დრონებით თავდასხმებსა და სარაკეტო იერიშებს. დაიბომბა ზაპოროჟიესა და დნეპრის დასახლებული რაიონები. სარაკეტო თავდასხმებს, ბოლო მონაცემებით, 6 ადამიანი ემსხვერპლა
