გერმანიაში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა
გერმანიაში, ებრაული საზოგადოებრივი ცენტრებისა და სინაგოგების გარშემო უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული. მიზეზი ისრაელი-ჰამასის ომის ფონზე, ანტისემიტიზმის გაზრდილი საფრთხეა. 18 ოქტომბრის ღამეს, ბერლინში მდებარე ერთ-ერთ სინაგოგაზე, მოლოტოვის კოქტეილებით თავდასხმა სცადეს. უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები მოქმედებს ესპანეთში, საფრანგეთსა და ბელგიაში, სადაც კონტრტერორისტული ძალისხმევაც გაძლიერებულია
