გაზრდილი მგზავრთანაკადი აეროპორტებში
მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთ ნაკადი, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას 9%-ით აღემატება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ მგზავრების ნაკადთან ერთად, ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში გაიზარდა პირდაპირი რეისების რაოდენობა. ლიდერობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, საიდანაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნის 30-მდე მიმართულებით პირდაპირი რეისები სრულდება. ქუთაისის აეროპორტმა მიმდინარე წელს მილიონ მგზავრს პირველად გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის იანვარ-სექტემბერში აეროპორტის მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 93%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით
