ილია დარჩიაშვილი აშშ-ის ელჩს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილსა და საქართველოში აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს შორის შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხთა ფართო სპექტრი და შესაბამისი მიმართულებების შემდგომი განვითარების პერსპექტივები. შეხვედრის ფარლგებში ყურადღება, ასევე, გამახვილდა რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე
