უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში
4 საათზე პარლამენტში უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის მოსმენა დაიწყება - კანონმდებლებს წლიურ ანგარიშს, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი წარუდგენს. მოხსნების შემდეგ კი, სხდომა დაიხურება. 54 გვერდიან დოკუმენტში საუბარია ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე. ოკუპაცია, უკანონო დაკავება, ბორდერიზაცია, ჰიბრიდული ომი და რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა რეგიონზე. გრიგოლ ლილუაშვილი დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხებს. ცნობილია , რომ კითხვების ნაწილი სამოქალაქო არეულობასთან დაკავშირებით, სუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას შეეხება
