„გოტინგენი“ - "დინამო თბილისი" 86:81
“ფიბას” ევროთასის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი სტუმრად გერმანიის „გოტინგენთან“ 81-86 დამარცხდა. შეხვედრის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი „თსუ“-სა და საქართველოს ნაკრების წევრი ალექსანდრე ფევაძე გახდა, რომელმაც 20 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. 14 ქულითა და 11 მოხსნით კი კახა ჯინჭარაძემ ორმაგი დუბლი შეასრულა. ჯგუფური ეტაპის მორიგ, მე-2 ტურში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი 25 ოქტომბერს თბილისში კვიპროსის „კერავნოსს შეხვდება.
